გურამ მაჭარაშვილი: „ნაცმოძრაობამ“ ვერაფერი დააკლო ხელისუფლებას
„ნაცმოძრაობამ“ ვერაფერი დააკლო ხელისუფლებას”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, 2024 წლამდე, “ნაცმოძრაობისთვის” შეიძლება 5-პროცენტიანი ბარიერი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.
„ნაცმოძრაობაში“ გრძელდება ტელესერიალი „ერთხელ ნაცმოძრაობაში“, თან ეს სეზონურადაა დაყოფილი. ჯერ გაყოფის სეზონი იყო, ახლა კი 37-ე სეზონია, „გაორება ნაცმოძრაობაში“. ასეთია სეზონის დასახელება. „ნაცმოძრაობამ“ ვერაფერი დააკლო ხელისუფლებას და ახლა „ნაცმოძრაობას“ ჩაუდგა ოპოზიციაში. ახლა ჩვენ ვუყურებთ, რომ „ნაცმოძრაობა“ არის „ნაცმოძრაობის“ ოპოზიციაში. ასე თუ გაგრძელდა 2024 წლამდე, შეიძლება 5 პროცენტიანი ბარიერიც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს ამ „ნაცმოძრაობისთვისაც“ კი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილი.