ზურაბ პატარიძე: თბილისის პლატფორმას დიდი ყურადღება ენიჭება
საქართველოს ელჩმა აზერბაიჯანში, ზურაბ პატარიძემ მიმდინარე წელი შეაჯამა.
პატარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საქართველოს, როგორც მედიატორის როლს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ თბილისის პლატფორმას დიდი ყურადღება ენიჭება.
„ძალიან დახუნძლული წელი იყო. ქრონოლოგიურად თუ მივყვებით მოვლენებს, გვახსოვს პირველი ეტაპი, როდესაც ჩვენი ჩართულობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მოხერხდა ტყვეების გაცვლა დანაღმული ტერიტორიების შესაბამის რუკებზე. სულ ახლახან, თბილისში გაიმართა სამი პრემიერ-მინისტრის შეხვედრა. სხვათა შორის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის მესიჯები, რომლებიც გაჟღერდა თბილისში. რა თქმა უნდა, თბილისის პლატფორმას ენიჭება დიდი ყურადღება“, – განაცხადა ელჩმა.