ელისო ბოლქვაძე კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს, იოსებ ბაღათურიას შეხვდა
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს, იოსებ ბაღათურიას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს სახელოვნებო განათლების რეფორმის შესახებ, რომელზეც კულტურის სამინისტროში მიმდინარეობს მუშაობა. ასევე, იმსჯელეს ახლო მომავალში მისი იმპლემენტაციის საკითხებზე.