ილია დარჩიაშვილი: დღეს საქართველოში იმყოფებიან ჩვენი დიპლომატები – ამაღლებული განწყობაა, რადგან ყველა ერთად ვზეიმობთ იმ ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო ევროპულმა საბჭომ

„დღეს საქართველოში იმყოფებიან ჩვენი დიპლომატები, საქართველოს ელჩები. ამაღლებული განწყობაა, რადგან ყველა ერთად ვზეიმობთ იმ ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო ევროპულმა საბჭომ, ევროკომისიის შესაბამისი დადებითი გადაწყვეტილების საფუძველზე”,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა “ქრონიკის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით ელჩებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქმიანობენ.

“განსაკუთრებული მადლობა გადავუხადეთ ელჩებს, რომლებიც მოღვაწეობენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და დედაქალაქებში. მათი როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან ერთია, რომ ჩვენ გვაქვს და გვექნება დინამიკური, ორმხრივი ურთიერთობები საქართველო-ევროკავშირის ფორმატში, თუმცა, თითოეული წევრი ქვეყნის როლი აქ ძალიან მნიშვნელოვანია. არიან ჩვენი დიპლომატები, რომლებიც ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში მუშაობენ, თუმცა, მათი წვლილიც არანაკლებ მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები