“სკეპტიციზმით ევროკავშირის გაფართოებასთან მიმართებაში ზოგადად ყოველთვის იყო, არის და იქნება მომავალში, რადგანაც ეს საკითხი ყოველთვის მუსირებდა, ყოველთვის იყო განხილვის საგანი”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა „ქრონიკის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, განსაკუთრებით დიდია პრემიერის როლი კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში, რადგანაც ის უშუალოდ იყო ჩართული საგარეო პოლიტიკის ფორმირებასა და იმპლემენტაციაში.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსთან მიმართებაში, ჩვენ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, ევროკავშირის არცერთი ქვეყანა არ იყო წინააღმდეგი საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების. ეს არის შედეგი იმ ძალისხმევის, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ გასწია. განსაკუთრებით დიდია საქართველოს პრემიერ-მინისტრის როლი, რადგანაც ის უშუალოდ, პირადად იყო ჩართული საგარეო პოლიტიკის ფორმირებასა და იმპლემენტაციაში. მის ვიზიტებს განსაკუთრებული შედეგები მოჰქონდა და ჩვენ, დიპლომატებს გვეხმარებოდა უკვე წარმატებული, შედეგზე ორიენტირებული აქტივობები განგვეხორციელებინა“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.