გიორგი ჩაკვეტაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, გიორგი ჩაკვეტაძემ სტუდენტებს კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროში მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

დეპუტატი ახალგაზრდებს საჯარო სამსახურში სტაჟირების გავლის წესთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ესაუბრა. ასევე სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან და სახელმწიფო სტიპენდიებთან დაკავშირებული სიახლეები გააცნო.

ახალგაზრდებმა პარლამენტის სასახლე დაათვალიერეს.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები