ქადაგიშვილი – გახარიას პარტიაზე: ახლა, როდესაც სჭირდებათ, არჩევნებისთვის მომხიბვლელები გახდნენ რაღაც სეგმენტისთვის მაინც, იწყებენ „ნაცმოძრაობისგან“ დისტანცირებას

  • მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი მიხეილ სააკაშვილის კლინიკიდან საპატიმროში გადაყვანის შესახებ „საქართველოსთვის“ წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

“ეს არის განცხადება იმისთვის, რომ იმ ცუდ დღის წესრიგს, რომლის თანამონაწილეები ისინი იყვნენ მთელი ამ ხნის განმავლობაში (მათ შორის კანდიდატის სტატუსის არ მოცემის საკითხში თანამშრომლობდნენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“) მაქსიმალურად გაემიჯნონ. ეს არის ამ განცხადების რეალური მიზანი.

ჩვენ ვხედავთ, რომ რეალურად ვერცერთი პოლიტიკური პარტია ვერ ფლობს იმ ელექტორალურ ველს, რომელიც შეიძლება თავისუფლად ჩაითვალოს, იმიტომ რომ ისინი იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგის შემადგენლები და ის ამომრჩეველი, რომელიც ამა თუ იმ მიზეზის გამო ოპოზიციურად არის განწყობილი „ქართული ოცნების“ მიმართ, მაინც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხედავდა საკუთარი ინტერესის გამოხატვას.

ამიტომ, ახლა, როდესაც მათ სჭირდებათ, არჩევნებისთვის თავისი ამომრჩეველი გააჩინონ, მომხიბვლელები გახდნენ რაღაც სეგმენტისთვის მაინც, იწყებენ დისტანცირებას „ნაციონალური მოძრაობისგან“, – აცხადებს ქადაგიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები