”საქართველოს რკინიგზა“: მოძრაობა ყველა რეისმა განაახლა
სამგზავრო მატარებლებმა მოძრაობა განაახლეს.
ამის შესახებ განცხადებას “საქართველოს რკინიგზა” ავრცელებს.
„ამ დროისათვის მოძრაობა ყველა რეისმა განაახლა“,- წერია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, სამგზავრო მატარებლები სხვადასხვა ლოკაციაზე რამდენიმე საათის განმავლობაში იყვნენ გაჩერებული.