გერმანიაში სანტაკლაუსი, საჩუქრების დარიგების პროცესში, სახლს დაეჯახა

​გერმანიის ქალაქ მულჰაუზენში ​სანტა კლაუსი საჩუქრების დარიგების დროს ერთ-ერთ სახლს ავტომობილით შეეჯახა. პოლიციამ მამაკაცს მართვის მოწმობა ჩამოართვა.

ამის შესახებ DW წერს.

სამართალდამცველების ინფორმაციით, სანტა კლაუსმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სახლის ფასადს გაჩერებულ მანქანას შეეჯახა.

„სახლის ფასადი სერიოზულად დაზიანდა, თუმცა, სანტა კლაუსის საშობაო საჩუქრები არ დაზიანებულა“, – აცხადებენ პოლიციაში.

პოლიციამ გამოძიება ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის ფაქტზე დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები