მედია: რუსების წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები ძალაში შესაძლოა, მათი გარდაცვალების შემდეგაც დარჩეს

ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც პოტენციურად საშუალებას იძლევა, რომ რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ სანქციები ძალაში მათი გარდაცვალების შემდეგაც დარჩეს.

ამის შესახებ EUObserver-ის მასალაშია ნათქვამი.

აღნიშნულია, რომ ათობით რუსი ოლიგარქი ცდილობს სანქციების გასაჩივრებას სასამართლოში.

თუმცა, მიღებული გადაწყვეტილებით, სანქცია ძალაში პირის გარდაცვალების შემდეგაც შესაძლოა, დარჩეს.

EUObserver-ი წერს, რომ ევროკავშირის საბჭომ შესაძლოა, შეინარჩუნოს სანქციები გარდაცვლილი ადამიანის წინააღმდეგ, თუ ჩათვლის, რომ მათი აქტივების გააქტიურება შესაძლოა, იყოს გამოყენებული უკრაინის წინააღმდეგ ომში.

„ეს ნაბიჯი აუცილებელია, რადგან სიიდან გარდაცვლილთა ამოღების ავტომატური სისტემა, რომელიც აქამდე არსებობდა, შეშფოთების საგანს წარმოადგენდა. ჩვენ ვერასოდეს ვიქნებით დარწმუნებული, რომ, მაგალითად, პრიგოჟინის მსგავსი ადამიანები მართლა არიან დაღუპულები თუ არა”, – უთხრა გამოცემას ანონიმურმა წყარომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები