“ჰამასს” უფრო მეტი მოთხოვნა აქვს, ვიდრე ბოლო ზავის დროს ჰქონდა, მაგრამ ზავისთვის მზად ვართ” – აშშ-ში ისრაელის ელჩი

აშშ-ში ისრაელის ელჩმა, მაიკლ ჰერცოგმა განაცხადა, რომ, რაც შეიძლება მეტი მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ, ისრაელი საომარი მოქმედებების შეჩერებისთვის არის მზად.

ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ჰერცოგმა ტელეკომპანიას ასევე განუცხადა, რომ შეთანხმებაზე საუბარი ნაადრევია, რადგან, მისი თქმით, “ჰამასს” უფრო მეტი მოთხოვნა აქვს, ვიდრე ბოლო ზავის დროს ჰქონდა.

”მათ ცეცხლის მუდმივ შეწყვეტის იმედი ჰქონდათ, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ იმ ზეწოლის ფონზე, რომელსაც ჩვენ ადგილზე ვახორციელებთ და კატარის ზეწოლის ფონზე, ისინი დათანხმდებიან შეთანხმებას, მაგრამ ამ ეტაპზე ამაზე საუბარი ნაადრევია”,- თქვა დიპლომატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები