დავით ქართველიშვილი ზელენსკის განცხადებას – ნატოში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით – ეხმაურება

ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ნატოში უკრაინის გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით, ომის დაწყებიდან გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი აქვეყნებს და ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ შეიცვალა წლიდან წლამდე ქვეყნის პრეზიდენტის განწყობა და, შესაბამისად, განცხადებები.

„ვოლოდიმირ ზელენსკი. ვილნიუსი. 2023 წლის 12 ივლისი.
„ჩვენ ნამდვილად მივიღეთ ერთობა და ლიდერებმა მხარი დაუჭირეს უკრაინას. ჩვენ მხარს ვუჭერდით ერთმანეთის დარწმუნებას, რომ უკრაინა ცალსახად ნატოში იქნება. დარწმუნებული ვარ, ეს შესაძლებელი გახდება ამ მხარდაჭერით და უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომაზე თითოეული ლიდერის განცხადებით – როგორც კი უსაფრთხოების მდგომარეობა დასტაბილურდება. აი მაშინ, მჯერა, რომ ჩვენ ვიქნებით ნატოში”.

ვოლოდიმირ ზელენსკი. კიევი. 2023 წლის 19 დეკემბერი. წლის შემაჯამებელი პრესკონფერენცია.

„უკრაინას ნატოში ჯერ არ იწვევენ. ჩვენ ვიცით, რომ ნატოში გაწევრიანება ჩვენთვის ყველაზე ძლიერი ვარიანტია ახლა. ჩვენ არ გვიწვევენ ნატოში და სიგნალები ნაწილობრივ მონაწილეობასთან დაკავშირებით, გულწრფელად რომ ვთქვათ, სისულელეა”.
ვოლოდიმირ ზელენსკი. 2024 წლის გაზაფხული… ?????????????”, – წერს Facebook-ზე დავით ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები