კიშინიოვის აეროპორტმა ქალაქის რუსული აბრევიატურა შეცვალა
კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტმა აბრევიატურა KIV შეცვალა, რომელიც მოლდოვის დედაქალაქის რუსული სახელწოდების შემცირებული ვერსიაა.
ამის შესახებ ქვეყნის ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა, ანდრეი სპინუმ Facebook-ში დაწერა.
მისი თქმით, ეს აბრევიატურა აღარ გამოჩნდება ფრენების განრიგზე.
„გადაწყვეტილია: 2024 წლის 18 იანვრიდან კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტს ექნება აბრევიატურა RMO (მოლდოვის რესპუბლიკა). უსაფრთხო მგზავრობა!“, – დაწერა სპინუმ.