თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ნუცუბიძის პლატოზე მოხდა.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მეხანძრე-მაშველებმა ბინაში მოხუცი ქალის ცხედარი იპოვეს.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.