პენტაგონი აცხადებს, რომ უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის განკუთვნილი თანხა 30 დეკემბერს ამოიწურება

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ თუ კონგრესი ახალ დაფინანსებას არ დაამტკიცებს, უკრაინაში გაგზავნილი იარაღის შესაცვლელად განკუთვნილი თანხა 30 დეკემბრისთვის ამოიწურება.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-ს მთავარმა თავდაცვის სააგენტომ თანხების ამოწურვის კონკრეტული თარიღი განსაზღვრა.

როგორც სააგენტო Bloomberg-ი იუწყება, პენტაგონის კონტროლიორის, მაიკლ მაკკორდის წერილზე დაყრდნობით, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი უკანასკნელ 1.07 მილიარდ დოლარს ხარჯავს ახალი იარაღისა და აღჭურვილობის შესაძენად, რომელიც ჩაანაცვლებს მარაგებიდან ამოღებულ იარაღსა და აღჭურვილობას, რომელიც უკრაინაში იყო გაგზავნილი.

„მას შემდეგ, რაც ეს თანხები გამოიყოფა, დეპარტამენტი ამოწურავს ჩვენთვის ხელმისაწვდომ დაფინანსებას უკრაინის დახმარებისთვის“, – წერს მაკკორდი კონგრესისა და სენატის თავდაცვის პოლიტიკისა და ასიგნებების კომიტეტების ხელმძღვანელებისთვოს გაგზავნილ წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები