ირაკლი კობახიძე: კანდიდატის სტატუსი, არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი ჩვენი ქვეყნის, მოსახლეობის და გარშემო სახელმწიფოების მიმართ

“კანდიდატის სტატუსი, ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი ჩვენი ქვეყნის, მოსახლეობის და გარშემო სახელმწიფოების მიმართ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული არის რეალური შეფასება.

“არც ადრე ვატყუებდით მოსახლეობას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და არც ახლა ვატყუებთ. რაც შეეხება იმ ტყუილებს, რომელსაც ავრცელებდა ოპოზიცია, რომ თითქოს კანდიდატის სტატუსთან იყო დაკავშირებული ეკონომიკური, ფინანსური სარგებელი და ა.შ., ეს ყველაფერი იყო ტყუილი. კანდიდატის სტატუსი, ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი ჩვენი ქვეყნის, მოსახლეობის და გარშემო სახელმწიფოების მიმართ. ეს არის ის რეალური შეფასება, რაც არის სინამდვილესთან თანხვედრაში“, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები