ზურაბ აზარაშვილი: ჩვენი მთავარი მიზანია, ჩვენს მოქალაქეებს უმკურნალონ მაღალხარისხიანად და ამაში გადავიხადოთ სამართლიანი ტარიფები

„რაც შეეხება საყოველთაო ჯანდაცვის სისტემას, ბოლო წლებში აქტიურად ვმუშაობთ სხვადასხვა რეფორმაზე. ეს სისტემა კიდევ უფრო ორიენტირებული და ფოკუსირებული უნდა იყოს ჩვენს მოქალაქეებზე. თითოეული ჩვენი გადაწყვეტილება ბიუჯეტისა თუ ხარისხის გაზრდის კუთხით, ამასთან არის დაკავშირებული“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა გადაცემაში “იმედი live” განაცხადა.

„ჩვენი მთავარი მიზანია ჩვენს მოქალაქეებს უმკურნალონ მაღალხარისხიანად და ამაში გადავიხადოთ სამართლიანი ტარიფები“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები