თენგიზ შარმანაშვილი – საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის შესახებ დადგენილებაზე: 1997 წელს მივიღეთ, გამოიტანა ჩემმა მეგობარმა გია კობახიძემ, მაშინ ჩვენ ოპოზიციაში ვიყავით

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, საქართველოს პარლამენტის მიერ 1997 წელს მიღებულ დადგენილებას საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

შარმანაშვილის თქმით, აღნიშნული დადგენილების ინიციატორი მაშინდელი ოპოზიციის წევრი, გია კობახიძე იყო.

“ეს დადგენილება 1997 წელს მივიღეთ. ხელს აწგანსვენებული ზურაბ ჟვანია აწერს. გამოიტანა ჩემმა მეგობარმა გია კობახიძემ. მაშინ ჩვენ ოპოზიციაში ვიყავით. ერთხმად მივიღეთ. მაშინ ეს შევძელით ყველამ ერთად. ისტორიაა !” – წერს შარმანაშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები