Reuters: მსახიობი მეთიუ პერი კეტამინის მწვავე ზემოქმედების შედეგად გარდაიცვალა
მსახიობი მეთიუ პერი კეტამინის მწვავე ზემოქმედების შედეგად გარდაიცვალა. გაკვეთის შედეგების თანახმად, მსახიობის გარდაცვალების მიზეზი ძლიერი სედატიური კეტამინის სხვა ფაქტორებთან შეთავსებაა, რის გამოც მსახიობმა გონება დაკარგა და აბაზანაში დაიხრჩო.
შეგახსენებთ, რომ სერიალ „Friends“-ის მსახიობი საკუთარ სახლში გარდაცვლილი 28 ოქტომბერს იპოვეს.