“ვისურვებდი, დღევანდელი დღის საზეიმო აღნიშვნა შეგვძლებოდა ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ერთად” – თეა ახვლედიანი
„რამდენიმე წლის წინ ევროპულ ოჯახში საქართველოს კუთვნილი, ისტორიული ადგილის დამკვიდრება ძალიან ძალიან შორეულ, ზოგჯერ მიუწვდომელ მიზნადაც რჩებოდა. დღეს კი, საქართველოს ხელისუფლებისა და ხალხის ძალისხმევით, ჩვენი საერთაშორისო მეგობრების ურყევი მხარდაჭერით, ეს შესაძლებლობა უკვე ახლო მომავალში რეალურ პერსპექტივად იქცა“, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.
„მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე, ეს უნიკალური მონაპოვარი და ვისურვებდი, რომ დღევანდელი დღის საზეიმო აღნიშვნა ჩვენ შეგვძლებოდა ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ერთად. ამიტომ მინდა, მათ მივმართო და ვუთხრა, რომ ეს დღე ჩვენია და ერთად გადავდგათ ნაბიჯი ევროპული მომავლისკენ“, – აღნიშნა თეა ახვლედიანმა.
ევროპულმა საბჭომ 14 დეკემბერს საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.