ტურისტული საქმიანობის ხელშეწყობისთვის პარლამენტმა საკანონმდებლო პაკეტი მიიღო

????????????????????????????????????

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 77 ხმით, „ტურიზმის შესახებ” კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებების პროექტი მიიღო.

პარლამენტის ინფორმაციით, საკანონმდებლო ცვლილებებით, ტურიზმის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკასთან, ტურისტული საქმიანობის სამართლებრივ რეგულირებასთან, ტურისტული საქმიანობის სუბიექტების სახელმწიფო აღრიცხვასთან, ტურისტული პაკეტის და კომბინირებული ტურისტული მომსახურების ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება.

წარმოდგენილი ცვლილებებით ასევე რეგულირდება ტურისტული გიდის საქმიანობა და ტურიზმის კანონმდებლობის აღსრულებასთან დაკავშირებული ნორმები და მიდგომები.

კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები