პოლიტიკური პარტიები იურიდიული პირებისგან ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების მიღებას ვეღარ შეძლებენ – პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონსა და “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 84 ხმით, მესამე მოსმენით დაამტკიცა.

აღნიშნული ცვლილებით, პოლიტიკური პარტიები იურიდიული პირებისგან ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების მიღებას ვეღარ შეძლებენ.

ცვლილებების გათვალისწინებით, იურიდიულ პირებს პარტიებისთვის შემოწირულებების გაცემა აეკრძალათ. ამავე პროექტით, წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.05%-დან 0.04%-მდე მცირდება პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების დასაშვები საერთო ოდენობის ზედა ზღვარი.

“ქართული ოცნებაში” განმარტავენ, რომ აღნიშნული პროექტის მიღებით საქართველო ითვალისწინებს ვენეციის კომისიის მიერ 2023 წლის 12 ივნისს გამოქვეყნებულ რეკომენდაციას “დეოლიგარქიზაციის შესახებ”, სადაც მითითებულია იურიდიული პირებისთვის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესაძლებლობის აკრძალვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები