ჰერმან საბო: ევროპაში თავის მომავალს ჩვენთან ერთად ხედავენ, ოღონდ ამას დასჭირდება ძალიან ბევრი მუშაობა ჩვენი მხრიდან

ოპოზიციონერი დეპუტატი, ჰერმან საბო აცხადებს, რომ გუშინდელი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმას, რომ საქართველო ისტორიულად და კულტურულად ევროპის ნაწილია.

„ევროპაში თავის მომავალს ჩვენთან ერთად ხედავენ. ოღონდ ამას დასჭირდება ძალიან ბევრი მუშაობა ჩვენი მხრიდან. ძალიან ბევრი მტკივნეული რეფორმის გატარება, პირადი ინტერესის უკან გადადება პოლიტიკური პარტიების მხრიდან და მუშაობა, მათ შორის „ქართული ოცნების“ მხრიდანაც. მოვახერხებთ თუ არა, გადავიდეთ შემდეგ ტურში, მოლაპარაკება დავიწყოთ გაწევრიანებაზე დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ არჩევნებს ჩავატარებთ. აქ „ქართულ ოცნებას“ ლომის წილზე მეტი აქვს. ვიმედოვნებ, ეს დღე, რომელიც ძალიან გვიხარია, სწორ გაგრძელებას ჰპოვებს და ჩვენ წესიერი არჩევნებით ევროპას დავუმტკიცებთ, რომ მათ ტყუილად არ დადეს ფსონი ჩვენზე.

ჩვენ ნებისმიერ კონფიგურაციაში, სადაც შეგვიძლია, რომ ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ და სწორი რაც არის, ვთქვათ, ნებისმიერი რეფორმის მიმართულებით მონაწილეობას მივიღებთ. თუმცა, განსაკუთრებული მოლოდინი იმის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებამდე რაიმე რეფორმები გაატაროს, არ გვაქვს. რაც მოლოდინი გვაქვს და რაც კარგი იქნება ძალიან, „ქართულმა ოცნებამ“ წესიერი არჩევნები ჩაატაროს“, – განაცხადა ჰერმან საბომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები