“ჩვენ მოდუნებას არ ვაპირებთ, საბოლოო მიზანი არის ევროკავშირში გაწევრიანება და, ბუნებრივია, ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერი გაკეთდება” – ირაკლი კობახიძე

„რა თქმა უნდა, საბოლოო მიზანია ევროკავშირში გაწევრიანება და, ბუნებრივია, ამ მიზნის მისაღწევად გაკეთდება ყველაფერი“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, მოდუნებას არ ვაპირებთ. წინ არის გასავლელი გზა იმისთვის, რომ ჩვენ საბოლოოდ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. უახლოეს პერიოდში შესასრულებელია ცხრა პრიორიტეტი, რომელიც წარმოადგინა ევროკავშირმა. ბუნებრივია, ყველაფერი გაკეთდება, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადებში ყოველ ჯერზე წავიწიოთ წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით, გაიხსნას მოლაპარაკებები საქართველოსთვის და საბოლოო მიზანი, რა თქმა უნდა, არის ევროკავშირში გაწევრიანება. ამ მიზნის მისაღწევად, ბუნებრივია, ყველაფერი გაკეთდება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები