“ვულოცავთ უკრაინელ და მოლდოველ ხალხს ამ ძალიან მნიშვნელოვან წარმატებას” – ირაკლი კობახიძე
„მოხარული ვართ, რომ გაიხსნა მოლაპარაკებები როგორც უკრაინისთვის, ასევე მოლდოვისთვის. ვულოცავთ უკრაინელ და მოლდოველ ხალხს ამ ძალიან მნიშვნელოვან წარმატებას“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ჩვენ ხმამაღლა ვაცხადებდით, რომ ვგულშემატკივრობდით როგორც უკრაინას, ასევე მოლდოვას. ბუნებრივია, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ ქვეყნების წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე. მოხარულები ვართ, რომ გაიხსნა მოლაპარაკებები როგორც უკრაინისთვის, ასევე მოლდოვისთვის. ვულოცავთ უკრაინელ და მოლდოველ ხალხს ამ ძალიან მნიშვნელოვან წარმატებას. იმედი გვაქვს, უკრაინა და მოლდოვა ასევე გახდებიან მალე ევროკავშირის წევრები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.