“ჩვენ დავამტკიცეთ, რომ არა მარტო გვსურს, არამედ შეგვიძლია საქმის კეთება ევროინტეგრაციის გზაზე” – ირაკლი კობახიძე
“12 პრიორიტეტის შესრულებით დავამტკიცეთ, რომ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც გასაკეთებელია ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ დავამტკიცეთ, რომ არა მარტო გვსურს, არამედ შეგვიძლია საქმის კეთება ევროინტეგრაციის გზაზე. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ზუსტად ამ სულისკვეთებით გაგრძელდება მუშაობა 9 პრიორიტეტის შესასრულებლადაც“, – აღნიშნა კობახიძემ.
ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.