“სალომე ზურაბიშვილი იყო საბოტაჟის ავანგარდში და ისეთ ადამიანებს, ვინც ყველაფერს აკეთებდა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, არაფერი ესაქმებათ საზეიმო ღონისძიებაზე” – ირაკლი კობახიძე
“ისეთ ადამიანებს, ვინც ყველაფერს აკეთებდა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, არაფერი ესაქმებათ საზეიმო ღონისძიებაზე, მით უმეტეს, საზეიმო სცენაზე”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„დღევანდელი ღონისძიება ეძღვნება იმ ხალხს, ვინც ყველაფერი გააკეთა კანდიდატის სტატუსის მისაღებად. რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, ისინი ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატი სტატუსი. მათ შორის, ერთ-ერთი ამ საბოტაჟის ავანგარდში იყო სალომე ზურაბიშვილი. რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანებს არაფერი ესაქმებათ საზეიმო ღონისძიებაზე, როდესაც ისინი ყველაფერს აკეთებდნენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. მით უმეტეს, არაფერი ესაქმებათ საზეიმო სცენაზე. ეს არის ჩვენი ძალიან მყარი პოზიცია“, – აღნიშნა კობახიძემ.
ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.