შალვა პაპუაშვილი: გუშინ საქართველომ დამსახურებულად მიიღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, რაც დაგვამახსოვრდება, როგორც ისტორიული მასშტაბის გარდამტეხი მოვლენა

გუშინ საქართველომ დამსახურებულად მიიღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეს დღე დაგვამახსოვრდება, როგორც ისტორიული მასშტაბის გარდამტეხი მოვლენა.

„დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ჩვენი ეროვნული ძალისხმევის მთავარ მიზანს წარმოადგენდა დაბრუნება იქ, სადაც საქართველოს ისტორიული ადგილი იყო. ევროპისადმი ჩვენი კუთვნილების დამტკიცება არ გვჭირდება – ჩვენ ვიყავით ყველაზე ადრეული ევროპული ქრისტიანი ერი და საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანული სამყაროს აღმოსავლეთ ბასტიონი. მადლობა მინდა, გადავუხადო ყველას, ვინც ამ მიღწევაში თავისი წვლილი შეიტანა, ვინც დაუღალავად შრომობდა ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად. გილოცავთ ამ დღეს და გთხოვთ ფეხზე წამოვუდგეთ ევროპის ჰიმნს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები