მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირის გაფართოების თემაზე საუბარი გეოპოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე დაიწყო და გაჯერებულია პოლიტიკური გზავნილების კომპონენტით
ევროკავშირის გაფართოების თემაზე საუბარი სწორედ გეოპოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე დაიწყო ამჯერად და გაჯერებულია პოლიტიკური გზავნილების კომპონენტით, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
„შარლ მიშელის გზავნილი ევროკავშირის სახელმწიფოების ლიდერების მიმართ არის ერთგვარი გაგრძელება იმისა, რასაც ჩვენ ვუყურებთ წელიწად-ნახევარია, ევროკავშირის ლიდერების მხრიდან, რომლებიც ცდილობენ, რომ ევროკავშირი წარმოაჩინონ ერთიან სხეულად. ევროკავშირის მთელი სიძლიერე ისაა, რომ ამ ორგანიზაციას შეუძლია, საჭიროებიდან გამომდინარე, მიაღწიოს კონსენსუსს და მიიღოს ერთიანი გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვანია ევროკავშირის მომავლისთვის “, – განაცხადა ბოჭორიშვილმა “ქრონიკაში”