კახა კალაძე: ორბანი ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარდამჭერია

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ უნგრეთის პრემიერმინისტრი – ვიქტორ ორბანი საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელოვანი მხარდამჭერია.

კალაძე ვარაუდობს, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

„ორბანი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის, ევროინტეგრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარდამჭერია. ასე რომ, რა თქმა უნდა, საქართველო სტატუსს იმსახურებდა მანამდეც, როდესაც ეს უსამართლო გადაწყვეტილება იყო მიღებული, თავის დროზე საქართველოსთან მიმართებით. მაგრამ ახლა მგონია, რომ საქართველო აუცილებლად მიიღებს [ევროკავშირის კანდიდატის] სტატუსს, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები