მიხეილ სარჯველაძემ ნორვეგიის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ნორვეგიის სამეფოს ელჩთან, ბერგლიოტ ჰოვლანდთან.

პარლამენტის ინფორმაციით, კომიტეტის თავმჯდომარემ ელჩს კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და მიმდინარე პროექტები გააცნო. საუბარი შეეხო კომიტეტის საქმიანობას ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიმართულებით. ისაუბრეს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულების პროცესში კომიტეტის მიერ განხორციელებულ აქტივობებზე. აღინიშნა კომიტეტის მიერ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გამოყენების სხვადასხვა მაგალითი.

კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა მძიმე მდგომარეობაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მან ასევე ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები ადამიანებისთვის სახელმწიფო სერვისების მისაწვდომობის სხვადასხვა ინიციატივაზე და იქ მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დასაცავად საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.

ელჩმა ისაუბრა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით საელჩოს ინიციატივებსა და მხარდაჭერაზე. გამოხატა კმაყოფილება ევროპულ კანონმდებლობასთან  ეროვნული კანონმდებლობის პროგრესირებადი დაახლოების და საზოგადოდ, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვის მიმართ. მანვე, კომიტეტის თავმჯდომარეს მხარდაჭერა აღუთქვა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით ინიციატივების განხორციელებაში.

თავის მხრივ, მიხეილ სარჯველაძემ მადლობა გადაუხადა ელჩს ნორვეგიის სამეფოს მიერ გამოხატული მხარდაჭერისთვის საქართველოს ევროატლანტიკური სწრაფვის და ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები