ზურაბ ქადაგიძე: სანამ ორბანს პარტნიორობას დაუწუნებთ, ჯერ იმ ლიდერების განცხადებები გაიხსენეთ, ვინც ხან გეოპოლიტიკასა და  ხან ევროპულ მისწრაფებებს უწუნებდა საქართველოს!

„ხალხის ძალის”  წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე უნგრეთის პრეზიდენტის განცხადებას: „საქართველოსთან დაკავშირებით ყველაფერი კარგადაა, ყველას უყვარხართ”, სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

როგორც ზურაბ ქადაგიძე წერს, ნათლად ჩანს, ვინ ეხმარება ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მონიჭებაში და ვინ – ხელს უშლის.
„ორბანის ეს განცხადება ხელისუფლების ძალისხმევისა  და პირადად ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებაა.
რამდენიც არ უნდა იხტუნაოს ოპოზიციამ, ლანძღოს ორბანი, ერთი რეალობაა – უნგრეთმა განსაკუთრებული პარტნიორობა გაუწია საქართველოს!
ჰოდა, სანამ ორბანს პარტნიორობას დაუწუნებთ, ჯერ იმ ლიდერების განცხადებები გაიხსენეთ, ვინც ხან გეოპოლიტიკასა და  ხან ევროპულ მისწრაფებებს უწუნებდა საქართველოს!”, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები