ოლაფ შოლცი – საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე: ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკომისიის შეთავაზებას გაფართოებაზე
გაფართოების მხარდაჭერის გადაწყვეტილება ევროკავშირს უკვე მიღებული აქვს და ახლა ამას განვიხილავთ ბალკანეთის ქვეყნებთან, მოლდოვასთან, საქართველოსთან და განსაკუთრებით, უკრაინასთან მიმართებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განუცხადა.
„დარწმუნებული ვარ, ეს არის აუცილებელი დებატები ევროპაში. ჩვენ უნდა მივაღწიოთ პროგრესს გაწევრიანების პროცესებში. გაფართოების მხარდაჭერის გადაწყვეტილება ევროკავშირს უკვე მიღებული აქვს და ახლა ამას განვიხილავთ ბალკანეთის ქვეყნებთან, მოლდოვასთან, უკრაინასა და საქართველოსთან მიმართებით, განსაკუთრებით უკრაინის შემთხვევაში. ჩვენ ვფიქრობთ, აუცილებელი ნიშანია, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინელების ქმედებებს, რომლებიც მიმართულია ჩვენს მიერ მოთხოვნილი ყველა ზომის შესრულებისკენ“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.
კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, შოლცმა აღნიშნა: „ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკომისიის შეთავაზებას გაფართოებაზე“.