“ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას აქ დაარქვეს რუსული კანონი და იგივე კანონი ახლა ინიცირებულია ევროპარლამენტში” – ირაკლი ზარქუა
„ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას აქ დაარქვეს რუსული კანონი და იგივე კანონი ახლა ინიცირებულია ევროპარლამენტში“, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
„მე ძალიან მინდა, ევროპარლამენტში როდესაც ამ კანონის განხილვა დაიწყება, სამადაშვილებს, დეკანოიძეებს, ვაშაძეებს და დანარჩენებს ვკითხოთ აზრი, რა არგუმენტებს მოუხმობენ. ვინც არ უნდა ეცადოს, რომ გადაალაგოს და გადმოალაგოს ეს ხელმოცარულები, ვინც დგას მათ უკან, როგორც აქამდე არ გამოგივიდათ ამ ქვეყნის არევა და მეორე ფრონტის გახსნა, ვერც ახლა მიაღწევთ“, – განაცხადა ზარქუამ.
ევროკომისიამ დემოკრატიის დაცვის პაკეტი წარადგინა, რომელიც შეიცავს ისეთ მოთხოვნას, როგორიცაა გამჭვირვალობის რეესტრში რეგისტრაცია იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც ინტერესებს წარმოადგენენ მესამე ქვეყნის სახელით.