„ველოდები გულმოდგინებით, რომ მხარდაჭერას არ დაგვამადლიან და პირველ ნაბიჯს გადავდგამთ ამ გზაზე“ – იაგო ხვიჩია კანდიდატის სტატუსზე

ევროკავშირში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე მოახლოებულ მსჯელობას „გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია ეხმაურება.

„თქვენ იცით, რომ კონსენსუსით მიიღება გადაწყვეტილება ევროკავშირში და ნებისმიერი მხარდაჭერას ოქროს ფასი აქვს. მე ველოდები გულმოდგინებით, რომ ამ მხარდაჭერას არ დაგვამადლიან და პირველ ნაბიჯს გადავდგამთ ამ გზაზე“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ბრიუსელში დღეს ევროპული საბჭოს სამიტი იხსნება, რომელზეც ევროკავშირის გაფართოების საკითხზე, მათ შორის, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე იმსჯელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები