ლუქსემბურგის პრემიერი: ლუქსემბურგი მხარს დაუჭერს ევროკომისიის ყველა წინადადებას

Luxembourg's former minister and a candidate for the legislative elections Luc Frieden attends a TV talk show on RTL channel in Luxembourg on September 29, 2023. (Photo by Kenzo TRIBOUILLARD / AFP) (Photo by KENZO TRIBOUILLARD/AFP via Getty Images)

“ლუქსემბურგი მხარს დაუჭერს ევროკომისიის ყველა წინადადებას, ევროკომისიამ იცის, როგორ შეაფასოს ვითარება ადგილზე”, – ასე უპასუხა ლუქსემბურგის პრემიერმინისტრმა, ლუკ ფრიედენმა კითხვას, დაუჭერს თუ არა მხარს ლუქსემბურგი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

მისი თქმით, ძლიერი ევროკავშირის გარეშე, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებსა და ამოცანებს, კონტინენტზე მშვიდობა და უსაფრთხოება უზრუნველყოფილი ვერ იქნება.

“ჩემი აზრით, ყველა ეს ქვეყანა, მიუხედავად იმისა, თუ რა დონეზე არიან ისინი განვითარების კუთხით დაახლოებული ევროკავშირის მიღწევებთან, საჭიროა, იყვნენ ევროპული ოჯახის შემადგენლობაში. ძლიერი ევროკავშირის გარეშე, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებსა და ამოცანებს, ჩვენ ვერ უზრუნველყოფთ ამ კონტინენტზე მშვიდობასა და უსაფრთხოებას. საქმე არ ეხება რომელიმე ქვეყანას, საქმე ეხება სტაბილურობას, უსაფრთხოებას და დემოკრატიას. ნამდვილად მნიშვნელოვანია, თუ რა მოუვა უკრაინას. ჩვენ თუ აღარ დავუჭერთ მხარს უკრაინას, როგორც პოლიტიკურს, ისე ფინანსურს, მაშინ უარს ვიტყვით ჩვენს ფუნდამენტურ პრინციპებზე. სწორედ ამიტომ, ჩვენი მთავრობა მხარს დაუჭერს უკრაინას და ევროკავშირის შემდგომ ინტეგრაციას“, – განაცხადა ლუქსემბურგის პრემიერმინისტრმა.

ევროპული საბჭო ბრიუსელში დღეს და ხვალ შეიკრიბება და იმსჯელებს გაფართოების პაკეტზე, რომელიც 10 ქვეყანას მოიცავს. გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ლიდერებმა კონსენსუსის საფუძველზე უნდა მიიღონ. გაფართოების პაკეტი ეხება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, უკრაინასთან და მოლდოვასთან წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს. ევროპული საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას ორდღიანი სამიტის მიმდინარეობისას გამოაცხადებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები