ირაკლი ზარქუა – სალომე ზურაბიშვილზე: ნუ გადააბიჯებს, ნუ გამოცდის ქართველი ხალხის რისხვას, მერე ვერ დავიცავთ

“ჩვენი პოლიტიკაა, რომ ყველა დამნაშავე უნდა იყოს ციხეში, ნუ გადააბიჯებს, ნუ გამოცდის ქართველი ხალხის რისხვას, მერე ვერ დავიცავთ”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ზარქუამ სააკაშვილის შესაძლო შეწყალებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მისამართით განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტი ოპოზიციისკენ იხრება.

“გადავიდა უპრინციპოებთან, უთავმოყვარეო ხელმოცარულებთან, რომელთათვისაც სიტყვა სიტყვა არ არის, ღირსება ღირსება არ არის. დააკვირდით, აბა, გუშინ ვინც შეიკრიბა, დიდი უმრავლესობა – პუფები, ხელმოცარულები, ზოგი ერთმანეთს აგინებდა, სამარცხვინო იყო. პრეზიდენტი შემჩნეულია უკვე, დიდი ხანია იხრებოდა ამ მიმართულებით. ის აირჩია ქართველმა ხალხმა ჩვენი ხელშეწყობით. ჩვენი პოლიტიკაა, რომ ყველა დამნაშავე უნდა იყოს ციხეში, ნუ გადააბიჯებს, ნუ გამოცდის ქართველი ხალხის რისხვას, მერე ვერ დავიცავთ”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები