შოთა ხაბარელი – სალომე ზურაბიშვილზე: ეტყობა, ისიც ავიწყდება, რა თქვა გუშინ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შოთა ხაბარელი საქართველოს პრეზიდენტის მიერ “რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არ განუცხადებია.
“არა და არასდროს!” – აბა, ეს რა არის, ქართული არ არის? ეტყობა, ის ქართულადაც ვერ საუბრობს და ისიც ავიწყდება, რა თქვა გუშინ. როგორ შეიძლება ასე, ამას ხომ საზოგადოება ხედავს და უყურებს, თუ რა თქვა – “არა და არასდროს! – ეს იყო მისი სიტყვები, რას ჰქვია არ მითქვამს არ შევიწყალებო”,- განაცხადა შოთა ხაბარელმა.