გია აბაშიძე: სალომე ზურაბიშვილისთვის და მისნაირი ანგარებიანი ანტისახელმწიფოებრივი ელემენტებისთვის პრინციპები, ღირსება და ზნეობა დიდი ხანია, გამქრალია თვალსაწიერიდან

ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით სხვადასხვა დროს გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, გაუგონარი უპრინციპობა და საქართველოში პოლარიზაციის წაქეზება იქნება მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის შეწყალების აქტი.

„როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილზე არა აქაური ნაცსექტანტების, არამედ გლობალური ომის პარტიის აქტორთა უდიდესი წნეხია, რომ კრიმინალი სააკაშვილი შეიწყალოს. გაუგონარი უპრინციპობა და საქართველოში პოლარიზაციის წაქეზება იქნება მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის შეწყალების აქტი.
თუმცა, სალომე ზურაბიშვილისთვის და მისნაირი ანგარებიანი ანტისახელმწიფოებრივი ელემენტებისთვის პრინციპები, ღირსება და ზნეობა დიდი ხანია, გამქრალია თვალსაწიერიდან”, – წერს გია აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები