ვიქტორ ორბანი: საქართველოსთან დაკავშირებით ყველაფერი კარგადაა – ყველას უყვარხართ

“საქართველოსთან დაკავშირებით ყველაფერი კარგადაა”, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის სამიტის დაწყებისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ყველას უყვარს.

„საქართველოსთან დაკავშირებით ყველაფერი კარგადაა, საქმე გაკეთებულია, ყველას უყვარხართ“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ცნობისთვის, ევროპული საბჭო ბრიუსელში დღეს და ხვალ შეიკრიბება და იმსჯელებს გაფართოების პაკეტზე, რომელიც 10 ქვეყანას მოიცავს. გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ლიდერებმა კონსენსუსის საფუძველზე უნდა მიიღონ. გაფართოების პაკეტი ეხება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, უკრაინასა და მოლდოვასთან წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას, ასევე, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები