განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის თანახმადაც, პარლამენტის ორი კომიტეტის დასახელება იცვლება

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებას, რომელიც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტისთვის ახალგაზრდული მიმართულების დამატებას ითვალისწინებს.

პარლამენტის ინფორმაციით, ცვლილების თანახმად, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან იცვლება საქართველოს პარლამენტის ორი კომიტეტის დასახელება და განისაზღვრება, როგორც – „განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი” და „სპორტის კომიტეტი”.

პარლამენტის რეგლამენტში ცვლილება აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში განსახორციელებელმა რეფორმამ განაპირობა, რომლის თანახმადაც, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი ახალგაზრდობის სფეროში გადაეცემა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.

ცვლილების ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: გივი მიქანაძე, ირაკლი მეძმარიაშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები