“სალომე ზურაბიშვილი იმ კონსტიტუციას არღვევს, რომელზეც ფიცი დადო, მისი შემდგომი გალიდერება რთულად წარმოსადგენი იქნება” – დავით მათიკაშვილი
“სალომე ზურაბიშვილის შემდგომი გალიდერება რთულად წარმოსადგენი იქნება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„სალომე ზურაბიშვილი იმ კონსტიტუციას არღვევს, რომელზეც ფიცი დადო და, შესაბამისად, მისი შემდგომი გალიდერება რთულად წარმოსადგენი იქნება. მისი „ნაცმოძრაობის“ მესიჯბოქსთან სიახლოვის თაობაზე საზოგადოებამ უკვე დიდი ხანია, იცის. საზოგადოებას ორივე ერთი პოლიტიკური ავანსცენიდან ესაუბრება, თუმცა მათი რეიტინგი კარგად ვიცით. შესაბამისად, მგონია, რომ ამ საქმიდან ვერაფერი გამოვა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.