საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საგადასახადო კოდექსში” ცვლილებაზე იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა „საგადასახადო კოდექსში” შესატანი ცვლილება.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის მამუკა ბარათაშვილის განმარტებით, კანონპროექტის მიღება აუცილებელია გადასახადების ადმინისტრირების საკითხებში ცალკეული პრობლემის გადაჭრის მიზნით, ასევე, სასაქონლო კოდებისა და საქონლის დასახელებების „საქონლის აღწერის და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ” საერთაშორისო კონვენციის ნომენკლატურის 2022 წლის რედაქციის საფუძველზე მომზადებულ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნულ სასაქონლო ნომენკლატურასთან შესაბამისობაში მოყვანის თვალსაზრისით.

კანონპროექტის მიღებით მარტივდება გადასახადების ადმინისტრირება, აღმოიფხვრება რედაქციული და ტექნიკური ხასიათის ხარვეზები და გარკვეული დებულებები შესაბამისობაში მოვა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ” კანონთან.

კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები