გოგა ხაინდრავა – მარინა კალიურანდზე: ევროპაში ასკინკილით მოხტუნავე საქართველოს მომლოდინე მეგობარი
კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებას “ტვიტერზე” ეხმაურება.
“თქვენი ქვეყანა ვერ იქნება წარმატებული, თუ სხვებთან თანამშრომლობას არ ისწავლით”. გვმოძღვრავს მარინა კალიურანდი XX ს. მოგონილი ქვეყნის ხმა ევროპარლამენტში. ქართველი უკუღმა მედასავლეთეების გურუ. ევროპაში ასკინკილით მოხტუნავე საქართველოს მომლოდინე მეგობარი”,- წერს ხაინდრავა.
ცნობისთვის, კალიურანდიმ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა: “თქვენი ქვეყანა ვერ იქნება წარმატებული, თუ სხვებთან თანამშრომლობას არ ისწავლით”.