ანრი ოხანაშვილი: ჩვენი საზოგადოების, მმართველი პარტიის გატარებული პოლიტიკის დამსახურებაა, რომ ღირსეულად და დამსახურებაზე დაფუძნებით უნდა მოგვენიჭოს სტატუსი

მმართველი გუნდის წევრი, ანრი ოხანაშვილი ევროკავშირში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე მოახლოებულ მსჯელობას გამოეხმაურა.

„ქართველმა ხალხმა ეს დაიმსახურა, ქართველმა ხალხმა დაიმსახურა იმით, რომ მათ მხარდაჭერა გამოგვიცხადეს სრულად იმ პოლიტიკის გატარებაში, რაც ჩვენ დავისახეთ მიზნად, რომ ღირსეულად შეგვეძლო კანდიდატის სტატუსის მოპოვება. ამიტომ, ეს ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ყველასი ერთად, მმართველი პარტიის გატარებული პოლიტიკის დამსახურებაა, რომ ჩვენ ღირსეულად და დამსახურებაზე დაფუძნებით უნდა მოგვენიჭოს ეს სტატუსი“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები