შალვა პაპუაშვილი: საქართველო ლიდერ პოზიციებზეა, განსაკუთრებით, ახალ კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით

“საქართველო ლიდერ პოზიციებზეა, განსაკუთრებით, ახალ კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით, მათ შორის, ფუნდამენტურ კლასტერში, რომელიც ეხება დემოკრატიას და მართლმსაჯულებას, საქართველო უსწრებს უკრაინასაც, მოლდოვასაც, ბოსნია და ჰერცეგოვინასაც”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილება დამსახურების შესაბამისი უნდა იყოს.

„დამსახურება აგერ არის და გადაწყვეტილებაც, რა თქმა უნდა, შესაბამისი უნდა იყოს. საქართველო სხვა უკვე კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით არის ლიდერ პოზიციებზე, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით უკვე საკმაოდ მომწიფებულია, თუ არა გადამწიფებული. ასე რომ, ამ მხრივაც ჩვენი მოლოდინი არის მაღალი. ისევე როგორც სხვა მიმართულებით სექტორული შეფასებისა, რომელიც ახლახან, 8 ნოემბერს გამოქვეყნდა ევროკომისიის შეფასებასთან ერთად, ყველა კლასტერს თუ შევხედავთ საქართველო არის ლიდერ პოზიციებზე განსაკუთრებით ახალ კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით: უკრაინასთან, მოლდოვასთან, ბოსნია -ჰერცეგოვინასთან, მათ შორის ფუნდამენტურ კლასტერში, რომელიც ეხება დემოკრატიას, მართლმსაჯულებას, საქართველო წინ არის, უსწრებს უკრაინასაც, მოლდოვასაც, ბოსნია-ჰერცეგოვინასაც, რაც თავისთავად არის დამსახურება როგორც მთავრობის, ისე პარლამენტის მუშაობის და საერთოდ მრავალწლიანი მუშაობისა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები