ოკუპანტებმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს – ათობით დაშავებულია, მათ შორის – ბავშვებიც (ფოტო, ვიდეო)

რუსმა ოკუპანტებმა გამთენიისას კიევის და ჩერნიგოვის რეგიონების მიმართულებით რაკეტები გაუშვეს.

როგორც ქვეყნის საჰაერო ძალებში განაცხადეს, კიევის მიმართულებით 10 ბალისტიკური რაკეტა იყო გაშვებული, ყველა მათგანი ჩამოგდებულია.

ამავე დროს, კიევის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ჩამოგდებული რაკეტების ნამსხვრევებმა სახლები დააზიანა, ასევე, 53 ადამიანია დაშავებული, მათ შორის 8 ბავშვია. დაშავებულთაგან 20 ჰოსპიტალიზებულია, მათ შორის ორი ბავშვია.

კიევის სამხედრო ადმინისტრაცია იტყობინება, რომ დნეპრის მარცხენა სანაპიროზე რუსული სარაკეტო თავდასხმის მოგერიებისას ჩამოგდებული რაკეტების ფრაგმენტები რამდენიმე ადგილას დაეცა, წინასწარი მონაცემებით, ხანძარი ორ ადგილას გაჩნდა.

ამავე რაიონში, ფრაგმენტმა კორპუსის ფასადი დააზიანა და აივანზე ხანძარი გამოიწვია, ხოლო დესნიანსკის რაიონში ხანძარი სახლის ეზოში გაჩნდა.

რაკეტების ფრაგმენტები ქალაქის სხვა რაიონშიც არის ჩამოვარდნილი, თუმცა, იქ დაშავებულები არ არიან, არც საგანგებო სამსახურები გამოუძახებიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები