ანა ნაცვლიშვილი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის წევრი ანა ნაცვლიშვილი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, პარლამენტის წევრმა ახალგაზრდებთან საკანონმდებლო საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებზე, სამართლის უზენაესობაზე, ადამიანის უფლებებზე, არსებულ რთულ გეოპოლიტიკურ კონტექსტსა და სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებზე ისაუბრა.
„ანა ნაცვლიშვილმა ყურადღება პროფესიული განათლების მნიშვნელობასა და დასაქმების მიმართულებით არსებულ პრობლემებზე გაამახვილა.
ანა ნაცვლიშვილმა სტუდენტებს ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებებზე „ლელოს“ მიერ მომზადებული ინიციატივები გააცნო და ინტერაქტიულ ფორმატში, აღნიშნულ თემებზე მათი მოსაზრებები მოისმინა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.