ოლივერ ვარჰეი: საქართველომ და მისმა მთავრობამ სამუშაო შეასრულა და მათ უნდა მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი

Hearing of Oliver VÁRHELYI , Commissioner-designate, Neigbourhood and Enlargement - Arrival - Opening statement - Q&A session

საქართველომ და მისმა მთავრობამ სამუშაო შეასრულა და მათ უნდა მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი, – ასე უპასუხა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით „ქრონიკის“ კითხვას.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ და ქართველმა ხალხმა უნდა გააგრძელონ მუშაობა, რადგან ეს არის საუკეთესო რეცეპტი წარმატებისთვის.

„ეს არის სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა უნდა მიიღონ. ვფიქრობ, რომ ევროკომისიის წინადადებები მკაფიოა. საქართველომ გრძელი გზა გაიარა. საქართველომ და მისმა მთავრობამ სამუშაო შეასრულა და მათ უნდა მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი. ამას გაითვალისწინებს თუ არა ევროპული საბჭო, ვნახავთ. ჩემი გზავნილი საქართველოს მთავრობისთვის და ქართველი ხალხისთვის ასეთია – გააგრძელეთ მუშაობა, იმიტომ, რომ ეს არის საუკეთესო რეცეპტი წარმატებისთვის“, – განაცხადა ვარჰეიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები