დავით  ქართველიშვილი: მელიას ფლანგზე  სენატორ ჯეიმს დევიდ ვენსის წინასწარმეტყველურ შემოძახილს “Kiss my *ss!”, დიდი ალბათობით თავისი ახალი პარტიის დევიზად აირჩევენ

„ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სენატორ ჯეიმს დევიდ ვენსის პოზიციას, რომ ის არ დაუჭერს მხარს უკრაინისათვის  აშშ-ს მხრიდან თანხების  გამოყოფას, ვინაიდან დახმარება კორუფციულ მიზნებს ხმარდება, სოციალურ  ქსელში პოსტით ეხმიანება. როგორც დავით ქართველიშვილი წერს, ვენსის  პოზიციის გამო, ალბათ იგეგმება უკრაინული დროშებით „სლავაუკრაინელელების” საპროტესტო მსვლელობა აშშ-ს საელჩოს შენობასთან

„ასეთი „ანტიდასავლური” რიტორიკა მე კელი დეგნანის საქართველოდან გამგზავრების დღიდან არ მსმენია. მსგავსი „აგრესიული” დემოკრატიის „უკუსვლა” ლამის მონატრებული გვქონდა „ხალხის ძალას” და აი ისიც. „რუსეთუმეებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!” – ისმის ატმოსფეროში ნეოინტერნაციონალის თანამედროვე მეხოტბეთა პერიფრაზირებული სტრიქონები.

ალბათ იგეგმება უკრაინული დროშებით „სლავაუკრაინელელების” საპროტესტო მსვლელობა აშშ-ს საელჩოს შენობასთან. ძირს „რუსი სენატორები!” – ალბათ იწერება ბანერებზე. არა „რუსულ კონგრესს!” – ალბათ სწავლობენ საპროტესტო „სვისტოკებზე” აღშფოთებულ შეშფოთების ნოტებზე აწყობილი მელოდიის დაკვრას.

„მორწმუნე ნაცების” რიგებში მოახლოებული არმაგედონის გამო იკითხება სულ უფრო გამძაფრებული შეგრძნება. „ნაცმოძრაობის” პოლიტსაბჭოში მიღებულია გადაწყვეტილება – პარტიის დაშლა „მეორე ჟამის” დაწყების ერთ-ერთ ნიშნად ჩაითვალოს. მელიას ფლანგზე კი, სენატორ ჯეიმს დევიდ ვენსის წინასწარმეტყველურ შემოძახილს “Kiss my *ss!”, დიდი ალბათობით თავისი ახალი პარტიის დევიზად აირჩევენ. საყოველთაო სიგიჟე თავის ლოგიკურ აღსასრულს უახლოვდებოდა” –  წერს დავით ქართველიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები